![48vi7gzs1minxpr.jpg](/uploads_script3/news/48vi7gzs1minxpr.jpg)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3%, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.57% პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (28.3%), რძე, ყველი და კვერცხი (15.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2%), თევზეული (12.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5%), ზეთი და ცხიმი (8.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8%), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4%), პური და პურპროდუქტები (5.1%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2%, რაც 0.76% პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 %);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 % პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 %), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 %).