logo
ENG



საშიშ სამედიცინო ნარჩენებს წესების დაცვის გარეშე აგროვებენ - ფორმულას ექსკლუზიური კადრები

09 მაი 202020:03
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კოვიდ-ინფექციის დაფიქსირებიდან დღემდე ჯანმრთელობისთვის საშიში რამდენიმე ტონა სამედიცინო ნარჩენი დაგროვდა.

ნაგვის გატანა უნდა ხდებოდეს დალუქული კონტეინერით, ის კი, ვინც სახიფათო ნარჩენს აგროვებს, სრულად უნდა იყოს აღჭურვილი სპეციალური ეკიპირებით, მაგრამ ეს ასე არ ხდება.

პრობლემურია კლინიკებში სახიფათო ნარჩენების დახარისხებაც. კოვიდ-19-ის დროს განსაკუთრებულად საშიში ნარჩენი ჯერ საავადმყოფოს ეზოებში, ყუთებში, შემდეგ კი მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ხვდება.

მეეზოვეებს პათოგენებით დაბინძურებული ნაგავი თბილისის გავლით ლილოს ნაგავსაყრელზე მიაქვთ.  

ქვეყანაში ნარჩენების მართვას ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს სპეციალური სამსახური უნდა უწევდეს. პანდემიის მიუხედავად, იმ დროს, როდესაც სახიფათო ნარჩენები კიდევ უფრო მკაცრ მონიტორინგს უნდა გადიოდეს, უწყებიდან ინტერვიუზე "ფორმულას" არავინ დასთანხმდა.


close დახურვა