logo
ENG



საშიში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ჩინეთში 26-მდე გაიზადა

24 იან 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

საშიში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ჩინეთში  26-მდე გაიზარდა. ინიფიცირებულია 880-მდე ადამიანი. ვირუსის გავრცელების პრეცენციის მიზნით, ჰუბეის პროვინციის 10 ქალაქთან მიმოსვლის შეზღუდვა დაწესდა. ტურისტებისთვის პეკინში დროებით დაიხურა საიმპერატორო სასახლის კომპლექსი და „დისნეილენდი“ შანხაიში.

ჩინეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განმარტა, რომ საერთაშორისო დონეზე მსგავსი ზომების მიღებას ნაადრევად მიიჩნევს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოს ყველა მსხვილ აეროპორტში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს სკრინინგს უტარებენ. 


close დახურვა