საშიში თაღლითობა და კლინიკიდან გაქცეული ექიმი - 35 პაციენტის საქმეს ახლა რეგულირების სააგენტო სწავლობს. გოგელიას კლინიკაში მოქალაქეები გრიპის ვაქცინის ნაცვლად ც ვიტამინით "აცრეს", მათ შორის ერთი - 3 წლის ბავშვია.
აღმოჩნდა, რომ კლინიკას ლიცენზია არ ჰქონდა, ხმაურისას გაქცეული გიორგი ჩენდლერი პაციენტების ცრუ აცრას კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აპირებდა. დღის ბოლოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მუხლით დაიწყო.