სახელმწიფო საწარმოებმა საშუალო და საშუალოზე დაბალი ხარისხის ყურძენში 60 მილიონ ლარამდე გადაიხადეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რთველის შედეგებზე საუბრობს. მინისტრის მოადილის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებმა წელს 270 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა და ფასი ყურძნის ჯიშებისა და ხარისხის მიხედვით 70 თეთრიდან - 2 ,50 ლარამდე იყო.
ხატია წილოსანი გლეხებს და მწარმოებლებს ყურძნის ხარისხზე ორიენტირებასა და დაზღვევის გამოყენებას ურჩევს. წილოსანმა ეს განცხადება ქართული ღვინის ფესტივალზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს. სადაც წარმოდგენილია, როგორც ქარხნული, ასევე საოჯახო ტიპისა და ქვევრის ღვინოები.