logo
ENG



საჩხერეში ვირუსი მერის მეუღლეს დაუდასტურდა

05 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში. ერთი საჩხერეში, ერთი კი ქუთაისში. საჩხერეში ვირუსი მერის მეუღლეს დაუდასტურდა. ის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდება. 

„დაუდასტურდა მსუბუქი დადებითი, უწევდა კორონიან პაციენტებთან შესვლა. ჰქონდა დისკომფორტი ყელში. ველოდებით განმეორებითი ანალიზების პასუხს. შესაძლებელია უარყოფითიც მოვიდეს. მეც ვიცავდი ყველანაირ დისტანციას და მერიაშიც შევზღუდეთ მუშაობა, დისტანციურად მუშაობდნენ", - ამბობს საჩხერის მერი, ბენიამინ ფალავანდიშვილი.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ღამის საათებში გადმოიყვანეს ჩხობაძის ცენტრიდან პაციენტი. ეს არის 67წლის მამაკაცი, გართულებული პნევმონიით, არის საშუალო სიმძიმის პაციენტი", - ამბობს თემურ ნადირაძე.

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 

საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. 


close დახურვა