ამ დროისთვის საჩხერის საკარანტინო სივრცეში 41 მოქალაქე იმყოფება. ისინი თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება საჩხერის კლინიკას, ბოქსირებულ განყოფილებაში ის 3 პაციენტი რჩება, რომელთაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ.
კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. სხეულის მაღალი ტემპერატურა არც ერთ მათგანს აღენიშნება. საჩხერის კლინიკაში დღეისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხებს არ ელოდებიან.