დღეს დილით საჩხერის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 40 მოქალაქიდან თვითიზოლაციისთვის საკუთარ სახლებში 11 მოქალაქე წავიდა.
როგორც კლინიკის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, კარანტინში დარჩენილი 29 მოქალაქიდან თავს ყველა კარგად გრძნობს. ასევე გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსის მქონე 3 პაციენტის მკურნალობა. 2 პაციენტის ანალიზების პასუხი კი, რომლებიც სამედიცინო ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყო შეყვანილი, უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით სულ 33 ადამიანი დაინფიცირდა.