logo
ENG



საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ოთხი პაციენტია მოთავსებული

25 მარ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ოთხი პაციენტია მოთავსებული. ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის რამდენიმე დღის წინ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ქუთაისიდან გადაიყვანეს.

დანარჩენ სამ პაციენტს ანალიზებს აუღებენ, თუ პასუხი უარყოფითი იქნება 24 საათში განმეორებით შემოწმდებიან და ისევ უარყოფითის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.

საჩხერის საკარანტინო ზონაში 56 მოქალაქეა, მათგან 30 მარნეულიდან ჩამოვიდა, ისინი საჩხერეში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობდნენ. ეს მოქალაქეები კარანტინში უსაფრთხოების მიზნით მოათავსეს და მათზე დაკვირვება ხდება.


close დახურვა