logo
ENG



საცობების ქალაქი - შაბათის ფორმულა

19 ნოე 202220:48
3 წუთის საკითხავი
 

ის, ვინც ჯერ კიდევ საქართველოში და ქვეყნიდან ვერ ან არ მიდის, ვისაც ჯერ კიდევ აქვს სამსახური, ან ყოველ დილით და საღამოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს გადაადგილება, კარგად იცის, როგორი გაუსაძლისი ხდება ყოველდღიურად თბილისური საცობები - ყველგან, მიწის ზემოთ, თუ მიწის ქვეშ, მეტროში - თუმცა ხელისუფლებას არც ეს გაუსაძლისი საცობები ეხება.  ჩინოვნიკების განსაკუთრებული პრივილეგიები, ყველგან ვრცელდება - მათ შორის სატრანსპორტო მოძრაობის წესებშიც. ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სიპების თანამშრომლები, ვინც სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდება, საცობში საერთოდ არ ხვდება, რადგან მათი დიდი ნაწილი - ე.წ. ბასლაინით, ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლით სარგებლობს. აკრძალულ ზოლში დადიან ოცნების ბიზნესმენები, მათი ოჯახის წევრები, მათი მძღოლები. თბილისის ავტოკოლაფსი დისკომფორტს არ უქმნით მინისტრებს, მათ მოადგილეებს, დეპუტატებს, მერს და ყველას ვინც მიიჩნევს რომ ოლიგარქიულ მმართველობას მიეკუთვნება, და იციან, რომ პრივილეგირებულები არ დაისჯებიან.  

 


close დახურვა