logo
ENG



საძაგლიშვილი: გიორგი რურუას პატიმრები თავს დაესხნენ

02 ნოე 202019:31
3 წუთის საკითხავი
 
6xo7x9cn5cgqdq2.jpg

მთავარი არხის მეწილის გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ რურუას თავს პატიმრები დაესხნენ.

საძაგლიშვილის თქმით, თავდასხმა ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული და ის არჩევნებს უკავშირდება.

"დღეს გიორგი რურუაზე განხორციელდა თავდასხმა პატიმრების მხრიდან. ამჟამად, გიორგი რურუა იმყოფება საკანში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდაგიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.


close დახურვა