logo
ENG



საძაგლიშვილი: ჰოსპიტლის პერსონალმა მიხეილ სააკაშვილს ტორტი მოუმზადა დაბადების დღისთვის

21 დეკ 202113:49
3 წუთის საკითხავი
 
საძაგლიშვილი: ჰოსპიტლის პერსონალმა მიხეილ სააკაშვილს ტორტი მოუმზადა დაბადების დღისთვის
ვახო ქარელი/ფორმულა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გორის ჰოსპიტლის თანამშრომლებმა მასნ დაბადების დღის ტორტი მოუმზადეს, რისთვისაც მადლობას უხდის. 

"მიხეილ სააკაშვილს სურს, მადლობა გადაუხადოს გორის სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალს, რომელმაც მოუმზადეს დაბადების დღის ტორტი მისთვის", - თქვა ადვოკატმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ. 

დღეს, 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

 

 


close დახურვა