logo
ENG



საწარმოებმა, რომლებიც წესით ბიუჯეტს უნდა ავსებდნენ, სამი მილიარდი ზარალი ნახეს - ლელო

24 ოქტ 201912:47
3 წუთის საკითხავი
 
q3qa2ralms8wzlv.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ინფორმაციით, 2013-2018 წლებში, სახელმწიფო საწარმოებმა, რომლებიც წესით ბიუჯეტს უნდა ავსებდნენ, პირიქით, სამი მილიარდი ზარალი ნახეს და სახელწიფო მათ ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი ლარით დაეხმარა.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, 6 წელსზე მეტია, მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე, არ იზრდება.

„ეს მაშინ, როცა პირიქით, ჩვენ გვჭირდება დიდი ტემპებით ზრდა, რათა გავაუმჯობესოთ ადამიანების მდგომარეობა, რათა გამოვიდეთ იმ სიდუხჭირიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება,“ - აცხადებს ჯაფარიძე.  

მოძრაობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემების მთავარი მიზეზი, ის გაუმჭვირვალე მმართველობის სტილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა.

„საზოგადოება მხოლოდ მას შემდეგ იღებს ინფორმაციას, რაც ამ კოლოსალური ზარალის პირისპირ დგება. აუცილებლად დასრუულდება ის პრაქტიკა, როცა საწარმოები სახლმწიფო ბიუჯეტის კიდევ ერთ წურბელად და ზარალიან სექტორად იქცევა,"- აცხადებენ მოძრაობაში.

 

 

 

 


close დახურვა