logo
ENG



სახ.დეპი: მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალადობას ვგმობთ

02 მაი 202404:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/02/tydgbz34evukb12.jpg

აშშ გმობს კრემლისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წინ წაწევას და იმ ცრუ ნარატივს, რასაც მთავრობის წარმომადგენლები მის გასამართლებლად ავრცელებენ. მმართველი პარტიის წევრებმა ცხადად თქვეს, რომ კანონის მიღების მიზანი კრიტიკული ხმის ჩახშობა და საქართველოს სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოების, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის აუცილებელი მექანიზმია, განადგურებაა.

ამ კანონმდებლობამ და ქართული ოცნების ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ამ კანონმდებლობამ და ქართული ოცნების ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საქართველოში უცხოეთიდან მიღებულ - რომელსაც ჩვენ 32 წლის განმავლობაში გავცემდით საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავებისათვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად - ძირს უთხრის იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან გვაქვს.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ, რომ მათი ხმა გაიგონონ. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის იმ ჟურნალისტების რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი დემონსტრანტების მხრიდან საკუთარი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა დაუშვას.


close დახურვა