logo
ENG



სახ.დეპის სპიკერი: მიღებამდე სანქციებზე არ ვსაუბრობთ, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით

13 ივლ 202123:48
3 წუთის საკითხავი
 
სახ.დეპის სპიკერი: მიღებამდე სანქციებზე არ ვსაუბრობთ, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც მსოფლიოს გარშემო პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში. სანქციები ნამდვილად არის ერთ-ერთი მექანიზმი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ მივიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით.

გვინდა ვნახოთ, რომ დანაშაულის ჩამდენები პასუხს აგებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ მოწოდებას გამოიძიონ ეს საქმე და ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი აგონ სამართლის წინაშე.


close დახურვა