logo
ENG



სახალხო დამცველი ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავს

28 იან 202011:00
3 წუთის საკითხავი
 

სტრასბურგში შეხვედრებს აგრძელებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას შეხვედრები ექნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ ის ევროსაბჭოს შენობაში გააგრძელებს მოლაპარაკებებს. ლომჯარიას თქმით, შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, ეს არის სასამართლო რეფოორმა და საარჩევნო რეფორმა. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ვენეციის კომისიას ის გააცნობს ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მიმართულებებით.

„ორი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული - ეს არის სასამართლო რეფორმა და საარჩევნო რეფორმა, ეს არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას, დარწმუნებული ვარ, დააინტერესებს სახალხო დამცველის პოზიცია, ასევე, მათ აქვთ საკუთარი პოზიციები. მივაწვდი ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაშია და რა იგეგმება ამ მიმართულებით საქართველოში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


close დახურვა