უსუსური, მავნებელი და დამნაშავე მთავრობა, - რომელიც მედიკოსების ზურგს ეფარება და საარჩევნო მიზნების გამო, ეკლესიას მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელყოფაზე მწვანე შუქს უნთებს , - ასე აფასებენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას, რომელიც რელიგიური დღესასწაულების დროს თავყრილობებს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უშვებს. ოპოზიცია ამბობს რომ ოცნების ხელისუფლებას ეკლესიასთან ღია დაპირისპირება არ სურს და ეს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სვლაა.
სახალხო დამცველი დღეს ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. იმ შემთხვევაში თუ რელიგიური დღესასწაულების დროს თავყრილობებს არ შეზღუდავს და ამის გამო ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება ლომჯარია ამაში სრული პასუხიმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.
ის რომ კანონი და კონსტიტუცია ეკლესიაზე არ ვრცელდება მიუღებელია მესამე სექტორისთვის. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხელისუფლების გამკაცრებული რეგულაციები შერჩევითია და არ ეხება რელიგიურ დღესასწაულებს.
გამკაცრებული ზომების მიუხედავად სასულიერო პირებზე შეზღუდვები ვერ ვრცელდება მათ ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა და მანქანით გადადგილების უფლება მისცა .