logo
ENG



სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია უკრაინის ომბუდსმენისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო

27 ოქტ 202118:20
3 წუთის საკითხავი
 
სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია უკრაინის ომბუდსმენისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებულია უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვასთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის გამო. 

ლუდმილა დენისოვა საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა და როგორც თქვა, საზღვარზე შეაყოვნეს. 

"გუშინ 40 წუთი მკითხავდნენ, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემომიშვეს". - თქვა მან.

უკრაინის ომბუდსმენმა ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

ომბუდსმენი ეხმაურება უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონისა და მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებს და აცხადებს, რომ გეგმავს ამ შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას. 


close დახურვა