logo
ENG



სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მხარეებს, ერთად იმუშაონ სტატუსის მისაღწევად

05 სექ 202322:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/2rg01mg95z7bffp.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ.

სახდეპს პრესსპიკერის, ვედანტ პატელის თქმით, საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასდროს ყოფილა უფრო აუცილებელი.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა, რომ ქართველები საკუთარ მომავალს ხედავენ ევროპასთან და ევროკავშირთან ერთად და მათ გადაეცათ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასოდეს ყოფილა უფრო აუცილებელი" - ამბობს პატელი.


close დახურვა