logo
ENG



სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში,​ გავრილოვის ღამე და ივნისის მოვლენები მოხვდა

12 მარ 202012:54
3 წუთის საკითხავი
clock 652

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშში საქართველოში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ ვრცელი ადგილი უკავია. ანგარიშში არაერთი მნიშვნელოვანი თემაა მიმოხილული.

შემაჯამებელ ნაწილში მოხვდა გავრილოვის ღამე, ივნისის მოვლენების დროს აქციის მონაწილენების დაკავებები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის მიერ გაცემული დაპირება და პოლიტპატიმრების თემა. საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ „ენდიაისა“ და „აიარაიზე“ თავდასხმის თემაზეც. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ჯიმ რიში და თქვა, რომ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლება თავდასხმის საშიშროების ქვეშ დგას და რომ შეერთებული შტატები დაიცავს მას, ვინც საკუთარი თავის დაცვას ვერ შეძლებს. 


close დახურვა