საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ იფიქრონ საქართველოზე, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც დაემორჩილება საბოლოოდ რუსეთის მმართველობას.
რომელიც ქვეყანა ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც დაეხმარა მას, თუ რომელმაც დაიპყრო ის?! ქართული ოცნება საუბრობს ომის პარტიაზე, მაგრამ ვინ დაიწყო რუსეთ საქართველოს ომი - არა აშშ-მა. ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, უკრაინა არ დასხმია რუსეთს თავს პირველი, არ უცდია მისი ტერიტორიების ანექსია, ასე რომ ომის პარტია არის პუტინი. ის ომს საკუთარი იმპერიის გზად ხედავს.
აშშ-სა და ევროპას არ შეუძლიათ უთხრან საქართველოს, რა ქნას. ჩვენი ბერკეტები შეზღუდულია, ხშირად ჩნდება სანქციების საკითხი, სამწუხაროა იმაზე, ფიქრი, რომ წლების დახმარების შემდეგ, შესაძლოა იყოს საქართველოზე სანქციების დაწესების ძალისხმევა. აშშ აკვირდება მოახლოებულ არჩევნებს და შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ მოიგოს, ან წააგოს, ასევე, შეიძლება ითაღლითოს. აშშ-სა და ევროპას მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება ამ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. საუკეთესო გამოსავალი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არავის უნდა სანქციების გზით სიარული, მაგრამ აშშ-სა და ევროპას აქვთ ამისთვის ინსტრუმენტები, თუ საჭირო გახდება. იმედი მაქვს, არ გახდება.