logo
ENG



სახელმწიფო ვერ დისტანცირდება დომინანტური რელიგიური ჯგუფისგან - მაკო ღავთაძე

24 მაი 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო სექტორში საპატრიარქოსთვის მიწის გადაცემას არაკონსტიტუციურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ საკუთრების უფლებით რომელიმე რელიგიური ჯუფისთვის მიწის გადაცემა პრობლემურია, რადგან მთავრობა ვერ დისტანცირდება დომინანტური რელიგიური ჯგუფისგან.

„რელიგიურ გაერთიანებათა უმრავლესობა თავის ისტორიულ ქონებასაც კი არ ფლობს საკუთრების უფლებით. ის, რაც მათია, იმასაც არ ფლობენ - მათი დიდი ნაწილი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. უთანასწოროა გარემო. მთავარია სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, როცა ის ვერ დისტანცირდება დომინანტური რელიგიური ჯგუფისგან. ყოველდღიურობაში აისახება ეს გავლენები, აისახება საკანონმდებლო ცხოვრებაში, აისახება პოლიტიკურ პროცესებზე და აისახა პანდემიის დროსაც", - ამბობს მაკო ღავთაძე.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, თამთა მიქელაძე კი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ამ არაკონსტიტუციური ჩანაწერით ეკლესიის მიმართ აწესებს პრივილეგიას.

ეს ჩანაწერი არის პრობლემური, რამეთუ ისეთი საჯარო რესურსი, არ შეიძლება გასხვისდეს - არც რელიგიურ ორგანიზაციებზე. ეს ჩანაწერი მხოლოდ ეკლესიის მიმართ პრივილეგიას აწესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია ამ საკითხის აღსრულების დაწყების შემთხვევაში ამ ადგილებში მცხოვრები გლეხების და კულტურული ფაქტორების გათვალისწინება", - აცხადებს თამთა მიქელაძე.


close დახურვა