სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიის ელჩის მოადგილე, საბერძნეთის ელჩის მოადგილე, რუმინეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელ, და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს კომიტეტების სხდომებზე განიხილა.
"წარმოუდგენელია სამსახურის ამ მასშტაბის რეფორმა თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე. არ არსებობს ამ ფორმითა და მეთოდების უწყებების დაშლის პრეცედენტი. სამსახურის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება არის ძალიან ცუდი გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის. საქართველოს პარლამენტს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით. მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერების შესახებ, თურმე პარლამენტი კონსპირაციულად წერდა სამსახურის გაუქმების კანონპროექტს. ეს "რეფორმა" არის სამსახურის დასჯა კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებისთვის", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აღნიშნეს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სამსახურის ირგვლივ პროცესების არაგამჭვირვალედ და დაჩქარებულად წარმართვა.