logo
ENG



სახელმწიფოს მთავარი პრობლემა არის ლარი-ივა ჭყონია

21 ოქტ 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
xep6pihfipccnen.jpg

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენდი ივა ჭყონია ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფოს მთავარი პრობლემა ლარის გაუფასურებაა. ჭყონია მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციას აწვდის.

„მთავარი გამოწვევა რომელიც რჩება, სახელმწიფოსთვის და განსაკუთრებით ეკონომიკური პუნქტისთვის ეს არის ლარის ფაქტორი. ბოლო 7 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ლარი მხოლოდ და მხოლოდ უფასურდება, თუმცა ჩვენი მთავრობა გვაწვდის ინფორმაციას, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა ლარის გაუფასურებას მოჰყვება ინფლაცია. მე ვთვლი, რომ ინფლაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოაქყვეყნა, ამიტომ ნომერ პირველი გამოწვევა მთავრობისთვის და პრემიერისთვის არის ლარი,“-განაცხადა ჭყონიამ.

ივა ჭყონია ასევე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ ბიზნეს სესხების რაოდენობა გაიზარდა. ჭყონიას აზრით, ბიზნეს სესხების გაზრდა არ ნიშნავს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მისი თქმით, ბიზნეს სესხებს იზიდავენ იმიტომ, რომ კომპანიებმა თავი გადაირჩინონ და ის ვალდებულებები, რომლებიც აქვთ ლარებში, დოლარებში ან ევროებში გაისტუმრონ, რადგან ლარის ის რაოდენობა, რაც არსებობს, აარ არის საკმარისი უცხოური ვალუტის შესაძენად.

შეხვედრას ესწრება EUGBC-ს ხელმძღვანელის სანდრო ჭუმბურიძეც. მისი განცხადებით, თუ ევროპული სასამართლო არ შეიქმნება, ყველა ცდა ფუჭი იქნება. კითხვაზე, რა პრობლემები ექმნება სასამართლოს კუთხით ბიზნესს, ჭუმბურიძე აცხადებს, რომ პირველი, წლობით გაწელილი პროცესია.

 

„თუ ჩვენ ევროპულ სასამართლოს ვერ შევქმენით, ჩათვალეთ რომ ყველა ცდა ფუჭი იქნება. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც პრაქტიკულად 1-2 წელიწადი იჭიმება, ასევე რიგი საკითხები, არაკომპეტენტურობა, მეტი ცოდნა მოსამართლეებს, მეტი მხარდაჭერა ბიზნესს. სრული კომპლექსია, რომელსაც უნდა რეფორმა,“ - აცხადებს ჭუმბურიძე.


close დახურვა