სახელწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლება მისი დაწყების თარიღად, რუსული ნარატივების შესაბამისად, 8 აგვისტოს მიიჩნევს.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.