logo
ENG



სახმელეთო ჯარმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰამასის თავდაცვის ხაზი გაარღვია - IDF

02 ნოე 202308:56
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრადმირალის დანიელ ჰაგარის განცხადებით, სახმელეთო ჯარმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის თავდაცვის ხაზი გაარღვია.

ჰაგარის თქმით, სახმელეთო ოპერაცია გეგმის მიხედვით ხორციელდება.

მისივე განცხადებით, ოპერაციის წარმატება დაზვერვის სიზუსტის და ერთობლივი მოქმედებების [სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების] შედეგია.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ IDF-მა ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციაში "ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია".

"ჩვენმა ძალებმა თავისი მოქმედებებით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ძალიან გადამწყვეტი მოქმედებებია. სახმელეთო და საჰაერო ძალებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს", - თქვა გალანტმა.


close დახურვა