logo
ENG



საჰაერო თავდასხმა ოდესაზე და ევროკავშირის დროშა უკრაინის რადაში

01 ივლ 202220:39
3 წუთის საკითხავი
clock 217

ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 ამდე გაიზარდა. გამთენიისას  საოკუპაციო ძალებმა საკურორტო ზონაში 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ტურბაზის შენობა დაბომბეს. საომარი მოქმედებების მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტი ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მიზნით მთავრობას მუშაობის დაწყებას ავალებს. დღეს რადაში ევროკავშირის დროშა ოფიციალურად გამოფინეს. თუმცა ცერემონია წუთიერმა დუმილმა ჩაანაცვლა.

 


close დახურვა