logo
ENG



საჰაერო ძალები: თავდაცვის მიზნით, უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები სჭირდება

29 იან 202315:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/29/zfyevpjvmbiu0cw.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, თავდაცვის მიზანით, უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები სჭირდება.

"ჩვენ გვინდა შევცვალოთ საბჭოთა ავიაციის მთელი ფლოტი, რომელიც უკვე მოძველებულია. ჩვენ გვჭირდება დასავლური წარმოების თვითმფრინავი. F-16-ზე და სხვა ტიპის თვითმფრინავებზე ვსაუბრობთ რუსეთის [უკრაინაში] შემოჭრის პირველივე დღეებიდან", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატის თქმით, საჰაერო ძალები არ ელოდება, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს იმ თვითმფრინავების რაოდენობას, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს დაცვის საკითხის სრულად დახურვას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაკარგონ დრო და უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდონ.

24 იანვარს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა დაიწყეს მუშაობა უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.


close დახურვა