უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ უკრაინას პარტნიორი ქვეყნებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია.
მათი ინფორმაციით, უკრაინამ დახმარების სახით სათადარიგო ნაწილები მიიღო, რაც არსებული აღჭურვილობის შეკეთებაში დაეხმარება.
„აშშ-ის ხელისუფლების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები შეიარაღებული ძალების ფლოტის შესაკეთებლად და აღსადგენად, რაც ახლა მეტი აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.