logo
ENG



საჰაერო ძალები: უკრაინას ცის დასაცავად 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება

31 იან 202311:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/31/logse72dm9aj4jm.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინას ცის დასაცავად 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება.

"თავის დასაცავად, უკრაინას სჭირდება მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავების შეცვლა ერთი ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლით, რომელიც შესაძლოა იყოს F-16 საბრძოლო თვითმფრინავი, 200-მდე ოდენობით", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატის თქმით, უკრაინა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ევროპაში და სჭირდება საჰაერო დაცვა როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტთა საავიაციო ჯგუფი, რომელიც კონცენტრირებულია ოთხ ათეულ აეროდრომზე რუსეთში, ბელარუსში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საბრძოლო მანქანების რაოდენობით 5-6-ჯერ აღემატება უკრაინულ ავიაციას.

"აუცილებელია შეიქმნას 5-მდე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადა დასავლური ტიპის მრავალფუნქციური თვითმფრინავებით. რა ტიპის იქნება ეს, ახლა დგინდება... გასაგებია, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ მივიღებთ, მაგრამ ახალ მრავალფუნქციურ თვითმფრინავზე ეტაპობრივი გადასვლა დროის მოთხოვნაა", - განაცხადა იგნატმა.


close დახურვა