უკრაინის საჰაერო ძალებმა 00:00-დან 00:30 საათის შუალედში 6 ირანული დრონი Shahed-136 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალები ტელეგრამ არხზე ავრცელებენ.
მათი თქმით, ამ დროის მონაკვეთში ჯამში 7 სამიზნე ობიექტი დააზიანეს, მათ შორის, ერთი ვერტმფრენი, რომლის ტიპიც ზუსტდება.
საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ერთი დრონი და ვერტმფრენი ქვეყნის სამხრეთით ჩამოაგდეს, ხოლო დამატებით ხუთი დრონი აღმოსავლეთის მიმართულებით.
