logo
ENG



სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: კურსი მერყევია, მაგრამ ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებში უფრო მერყევია

11 თებ 202215:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/11/vak9gbwrutu9xco.jpg

მოკლევადიან პერიოდში, კურსის პროგნოზი არის შეუძლებელი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენთან კურსი მერყევია, მაგრამ თუ შევადარებთ ჩვენზე უფრო მეტად განვითარებულ ან ჩვენნაირი განვითარების მქონე ქვეყნებს, კურსი კიდევ უფრო მერყევია ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება არ ვაკვირდებოდეთ ყოველდღე რუბლის მერყეობას, მაგრამ პროცენტებს თუ შევხედავთ, იქ უფრო მაღალი მერყეობა აქვს კურსს, ვიდრე ჩვენთან. თურქეთზე აღარ მაქვს საუბარი, თუნდაც ბრიტანული ფუნტი და სხვა ჩვენზე უფრო განვითარებული ბაზრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს სტაბილური, ეს არ ნიშნავს, რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში არ იქნება მერყევი.


close დახურვა