logo
ENG



სებ-მა კომპანიებს წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გაუხანგრძლივა

08 აპრ 202017:52
3 წუთის საკითხავი
 
3mypmlsxxoqa9co.png

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება.

შესაბამისად, აღნიშნულმა სუბიექტებმა სებ-ს აუდიტირებული წლიური ანგარიში მიმდინარე წლის 30 ივნისამდე უნდა წარუდგინონ.

„გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და, აქედან გამომდინარე, კომპანიებისა და აუდიტორული ფირმების წინაშე არსებული სირთულეების გათვალისწინებით მიიღო.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოებსა და  აუდიტორებს მოუწოდებს იხელმძღვანელონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მითითებებით“, - აცხადებენ სებ-ში.

ეროვნული ბანკის სრული განცხადება იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/34nlyNG

 


close დახურვა