სევეროდონეცკთან სროლის დროს Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ, დაიღუპა. გამოცემის ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
"რეპორტაჟისთვის მგზავრობის დროს Reuters-ის ორმა ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, როდესაც სევეროდონეცკისკენ მიმავალ გზაზე სროლის ქვეშ მოყვნენ. ისინი ავტომობილით მგზავრობდნენ, რომელიც პრორუსული სეპარატისტების მიერ იყო მიწოდებული, რომელსაც მართავდა ადამიანი, რომელიც სეპარატისტების მიერ იყო დანიშნული. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა", - აღნიშნა Reuters-ის წარმომადგენელმა.
ინციდენტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ლუჰანსკის ოლქში მდებარე სევეროდონეცკი ბოლო დღეების განმავლობაში რუსების მხრიდან აქტიურად იბომბება. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქში საჰაერო იერიშიც მიაქვს.