logo
ENG



სეიმურ ჰაზი საქართველოში შემოშვებაზე უარს გაასაჩივრებს

13 იან 202320:03
3 წუთის საკითხავი
clock 272

"სხვა საფუძვლები" - ასეთი ბუნდოვანი განმარტება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აზერბაიჯანელი აქტივისტის ადვოკატმა. სეიმურ ჰაზი საქართველოში გუშინ არ შემოუშვეს, ბაქოში კი იქ არსებული საფრთხეების გამო ვერ ბრუნდება. აქტივისტის ნათესავების ნაწილი აქციაზე დააკავეს, ნაწილი პოლიტიკური ნიშნით დაკავებას აპროტესტებს, ოჯახის ორი წევრი შიმშილობს. წლების წინ ჰაზი თავადაც იყო დაპატიმრებული, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ გაამართლა. მუშაობენ თუ არა კოორდინირებულად აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობები კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე ზეწოლის განსახორციელებლად? სამოქალაქო სექტორი ბოლო წლების რეზონანსულ საქმეებს აჯამებს.

 


close დახურვა