logo
ENG



სემეკმა თელასი 50 ათასი ლარით დააჯარიმა

28 იან 202213:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/28/2u0el974ol30saw.jpg

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თელასი 50 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც სემეკში ამბობენ, საქმე ეხება სალიცენზიო პირობების დარღვევას.

"საქმე ეხება კომპანიის მიერ კომისიის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, მარეგულირებელმა კომისიამ სს თელასს დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა კომისიის მოთხოვნა.

სს თელასს განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე", - აღნიშნავენ მარეგულირებელში.


close დახურვა