სენაკის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი სკოლის ერთ მასწავლებელს და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა.
სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ზუგდიდის მედიის, ლაივპრესის ცნობით, გუშინ, 20 სექტემბერს 120-მე მოსწავლე გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა, თუმცა, ისინი თვითიზოლაციაში არიან.
ლაივპრესს სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ ინფიცირებულ მასწავლებელს ბათუმში ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით 3695 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან, გამოჯანმრთელდა 1534 პაციენტი, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 6 737 ტესტი გაკეთდა.