სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაია დაიღუპა.
ოჯახის წევრები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ და დაუდევრობაზე საუბრობენ. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
"საგუშაგოზე იდგა, ჩაიკუზა და მარცხით მოუვიდა. თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა". - ამბობს ოჯახის ახლობელი.
განახლება:
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯონი ახალაიამ თავი მოიკლა.
"სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა, ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული
ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს". - აცხადებს უწყება.