შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სენაკში, საქართველოს ბანკში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბანკის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ის განცხადებით, ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლები აღკვეთას ითვალისწინებს.