13-საათიანი მწვავე დებატების შემდეგ სენატში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო სასამართლოს რეგლამენტი დაამტკიცეს. საქმის წარმოების წესები კენჭისყრის გზით, 53-47-ის წინააღმდეგ განსაზღვრეს.
უმრავლესობის ლიდერის მიერ შეთავაზებულ რეგლამენტში სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა 11 შესწორების შეტანა მოითხოვა, თუმცა რესპუბლიკელებმა ყველა მათგანი დაბლოკეს. მათ შორის სასამართლოზე მოწმეების დაკითხვა და უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
დონალდ ტრამპი საიმპიჩმენტო სასამართლოს დავოსიდან გამოეხმაურა და ბრალდებებს კიდევ ერთხელ ყალბი უწოდა.