შეერთებული შტატების სენატში რეკორდული, 847,3 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. ბიუჯეტის პროექტით უკრაინისთვის 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემაა გათვალისწინებული.
"უკრაინისთვისა და NATO-სთვის დახმარების გაზრდა. პროექტი აფართოებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ამტკიცებს დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას 2023 ფისკალურ წელს", - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.
ცნობისთვის, ბიუჯეტის ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ყველაზე დიდი აშშ-ის ისტორიაში, თუ მას კონგრესმენები და სენატორები დაამტკიცებენ, შემდეგ კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს.
გარდა უკრაინის დახმარებისა, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 6 მილიარდი დოლარის გამოყოფა რუსეთის ევროპაში შესაკავებლად, ასევე შემოთავაზებულია რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვის 5 წლით გახანგრძლივებასა და მოსკოვის გარიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის G20-დან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მოუწოდა კონგრესს, არ გადადოს პენტაგონის ხარჯების კანონპროექტის მიღება მომავალი წლისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომმა დროებითმა დაფინანსებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს უკრაინის შემდგომ დახმარებაზე.