ლივერპულისა და შოტლანდიის ნაკრების მოთამაშესა და მწვრთნელს, სერ კენი დალგლიშს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფეხბურთელი კლინიკაში სხვა მიზეზით იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა რომ დალგიშს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მისი პასუხი Covid 19-ზე დადებითი აღმოჩნდა.
დალგიშმა საფეხბურთო კარიერა სელტიკში დაიწყო, 1977 წელს ლივერპულში გადავიდა, სადაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და 20 საერთაშორისო ტიტული მოიგო. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის წვრთნიდა ლივერპულს, ბლექბერნსა და სელტიკს.