logo
ENG



სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

01 აგვ 202200:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/01/xkcxi2x2bnqwulq.jpg

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდ ვუჩიჩის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს. რატომ ვთქვი ეს? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებამდე დაძაბულობა იყო სერბეთისა და კოსოვოს საზღვართან. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურად სერბებმა ორ გადასასვლელ პუნქტთან გზები გადაკეტეს. 

მათი პროტესტი კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტების ნაცვლად ახალ, შესვლა-გასვლის აღმრიცხველ დოკუმენტებს გადასცემენ, რომელსაც პრიშტინა გასცემს და ძალაშია 3 თვის განმავლობაში, სერბების გაცემული დოკუმენტები კი ვალიდური აღარ იქნება.

პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ჯარმა კოსოვოს საზღვარი გადაკვეთა. ეს ინფორმაცია სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო.


close დახურვა