logo
ENG



სერბეთში 21 წლის კაცმა მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი

05 მაი 202309:51
3 წუთის საკითხავი
 

სერბეთში ახალგაზრდა კაცმა ავტომობილიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

სროლა ბელგრადთან გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელი, 21 წლის კაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ის ადგილიდან მიიმალა.

ცნობისთვის, ეს სერბეთში ბოლო 2 დღის განმავლობაში მომხდარი უკვე მეორე სროლის ფაქტია. ერთი დღით ადრე 13 წლის მოზარდი, მამის იარაღის გამოყენებით ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა და სროლა დაიწყო, რა დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.


close დახურვა