ლუგანსკის რაიონიდან 1 600-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ავრცელებს.
"დღეს ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუირებულია სევეროდონეცკიდან 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რუბიჟნედან - 480, ლისიჩანსკიდან - 260, პოპასნადან - 130, გორნოედან - 80 და კრემენნაიადან 82 ადამიანი", - ამბობს ის.
გაიდაის თქმითვე, მოსახლეობა ლუგანსკიდან ჩავა სლოვიანსკში, სადაც ისინი ზრუნველყოფილი იქნებიან თავშესაფრითა და ყველა საჭირო დახმარებით.