logo
ENG



სერგი კაპანაძე: ოცნება სიტყვის თავისუფლებას უზღუდავს კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს

22 დეკ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
3r3gly7f449ejeb.jpg

„ქართული ოცნება“ ცდილობს, შეუზღუდოს ოპოზიციას სიტყვა და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს" - ასე ეხმაურება სერგი კაპანაძე მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობა მზადაა, დაიწყოს რეგულირებაზე მუშაობა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაადეკვატურები არიან და რეალობას არიან მოწყვეტილები. ერთია, როცა ფეისბუკი თავისი საიტიდან იღებს გარკვეული მთავრობების მიერ განთავსებულ პროპაგანდას და მეორეა, როცა მთავრობა საუბრობს თავისუფალი სიტყვის რეგულირებაზე. ასე „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეუზღუდოს ოპოზიციას სიტყვა და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს“, - სერგი კაპანაძე.

გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ სოციალურმა ქსელმა ყველასთვის ცნობილ სამთავრობო ტროლებსა და მომუშავე ადამიანებს წითელი ბარათი უჩვენა.

„რაც უნდა იბოდიალოს ახლა მდინარაძემ, ყველამ ვიცით, ყანდიაშვილი ვისი შტაბნიკია, ყველამ ვიცით, შალვა რამიშვილი ვისი შტაბნიკია და ამ ადამიანებს ფეისბუკმა წითელი ბარათი მისცა“, - გიორგი ვაშაძე.

ფეისბუკის მიერ ქართული ინტერნეტსივრცის მასშტაბური წმენდის შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ ინტერნეტრეგულაციების დაწესებაზეც ალაპარაკდნენ. ამის შესახებ პოსტი მამუკა მდინარაძემ გამოაქვეყნა.


close დახურვა