logo
ENG



სერგო რატიანი: სახელმწიფომ ფაქტობრივად გამოაცხადა კაპიტულაცია

15 აპრ 202022:12
3 წუთის საკითხავი
 

"შემაშფოთებელია და მძიმე იმის მოსმენა, რომ დღე ფაქტობრივად სახელმწიფომ გამოაცხადა კაპიტულაცია ეკლესიის წინაშე და თავის ვალდებულებაზე უარი განაცხადა",-ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი მთავრობისა და საპატრიარქოს მორიგ გადაწყვეტილებას სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჩატარების წესის შესახებ. მისი თქმით, ორივე ინსტიტუციამ პასუხისმგებლობა სრულად აირიდა. 

"ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი. ამ დღეებში არაერთი განცხადება იყო, როცა ფაქტობრივად პრემიერმა მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანა კონკრეტულ პირებზე და არაფერი უთქვამს კონკრეტული ინსტიტუციის პასუხისმგებლობაზე, როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის პასუხისმგებლობაზე. თან იმ ვითარებაში, როცა ჯანდაცვის მინისტრი დღეს საუბრობდა, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ",-აღნიშნა სერგო რატიანმა. 

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანმა აგანაცხადა, რომ ეკლესიები არ დაიხურება და დაცული იქნება მოქალაქეების დისტანცირება. საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემაც ასევე აღნიშნა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესია არ დაიკეტება.

 


close დახურვა