logo
ENG



სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენება განიხილება

01 მარ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებელის ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება. 

მან ფორმულას განუცხადა, რომ კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა, აქვთ.

"განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ფორმულას დაავადებათა კონტროლის ცენტრში უთხრეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია. უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს ისინი კანცელარიაში. 


close დახურვა