logo
ENG



სერიალ თესეას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა

16 ნოე 202019:09
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/16/oj7t5re68pg8m94.jpg
სერიალ თესეას, ნომინაციაში მედიასაშუალება, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დღეს, 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა გამოავლინა.
 
2020 წლის ტოლერანტობის ქომაგებია:

ნომინაციაში პერსონა - მწერალი დათო ტურაშვილი;

ნომინაციაში ორგანიზაცია - ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ორი გამარჯვებული გამოავლინა: ქალთა ფონდი საქართველოში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ნომინაციაში საჯარო მოხელე - თინათინ ღოღელიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის "ტოლერანტობის ქომაგის" ტიტული მიანიჭათ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებულ წევრებს: მარია ფილინას და ნაირა ბეპიევს;

რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა: მარიამ ღავთაძე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ჩიქობავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი ჟურნალი საბა - საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე.

ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პერსონას, ორგანიზაციას, მედიასაშუალებასა და საჯარო მოხელეს - რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.


close დახურვა