სოციალურ ქსელებში სერფერი ძაღლის ვიდეო ვრცელდება. კადრებზე ჩანს, როგორ დგას სერფინგის დაფაზე ძაღლი რამდენიმე წუთის განმავლობაში და თავდაპირველად პატრონის დახმარებით, შემდეგ კი დამოუკიდებლად ცურავს.
ძაღლი, სახელად ფეითი, ინტერნეტში პოპულარული მსგავსი ვიდეოებით გახდა, თუმცა ამჯერად მან საკუთარი რეკორდი მოხსნა და სერფინგის დაფაზე ყველაზე ხანგრძლივად შეძლო დარჩენა.